თამაზ ნადარეიშვილის შვილი, ვლადიმერ ნადარეიშვილი გარდაიცვალა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი მრჩევლის ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ლევან მგალობლიშვილი გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის შვილის ვლადიმერ ნადარეიშვილის გარდაცვალების გამო, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა, აფხაზეთის მთავრობაში ჩემი მრჩევლის პოზიციას იკავებდა.
აფხაზეთის მთავრობის სახელით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს ამ დიდ დანაკარგს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?