მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე ბალტიის ქვეყნების – ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთის კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელზე შეერთებას.
სალომე ზურაბიშვილი ულოცავს ბალტიის ქვეყნებს „ღირსშესანიშნავ მომენტს“.
“ვულოცავ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს ღირსშესანიშნავ მომენტს. თქვენ გამოეთიშეთ რუსულ ელექტროენერგიას და მთლიანად ინტეგრირდით ევროპულ ქსელში. მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნამდვილი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისკენ”, – წერს ზურაბიშვილი.
ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ. შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტროქსელიდან 8 თებერვალს გათიშეს.
