კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში ათეულობით მილიონი დოლარი და ევრო შემოდის, რომელიც არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოიყენება

კანონმდებლობის გვერდის ავლით ასაქართველოში თეულობით მილიონი დოლარი და ევრო შემოდის, რომელიც არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოიყენება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებზე“ საუბრისას.
მისივე თქმით, დროა, საქართველოში დამთავრდეს არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური თამაშები – მათ უნდა აკეთონ რეალურად ის საქმე, რაც უწერიათ სამოქმედო დებულებაში.
„მხოლოდ და მხოლოდ სახელად ჰქვიათ, რომ ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად ესენი არიან პოლიტიკური პარტიები და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ დროა, საქართველოში დამთავრდეს არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური თამაშები მათ უნდა აკეთონ რეალურად ის საქმე, რაც მათ უწერიათ სამოქმედო დებულებაში და არა ის, რომ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებში, იმ პოლიტიკური ფულით, რომელიც გარედან შემოდის.
ათეულობით მილიონი დოლარი და ევრო შემოდის კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში, რომელიც არაჯანსაღი და არაკეთილსინდისიერი მიზნებით გამოიყენება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს