საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ბათუმშიც აღნიშნეს

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ბათუმშიც აღნიშნეს.
სიმბოლურად ევროპის მოედანზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გამოფინეს.
ევროპის მოედანზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც მივიდნენ.
შეკრებილების თქმით, გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა, რისთვისაც არაერთი თაობა იბრძოდა.
“შინ ევროპისკენ, ეს არის ჩვენი მთავარი ლოზუნგი. ევროპა ჩვენი ოჯახია, ქართველი ხალხი ღირსეულად იმსახურებს, რომ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ამ ისტორიულ მოვლენას აღვნიშნავთ, წინ მნიშვნელოვანი პროცესები იწყება, რასაც ქვეყანამ წარმატებით უნდა გაართვას თავი”, – აღნიშნავენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ