უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 18-24 წლის მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სამხედრო კონტრაქტზე მუშაობას იწყებს.
ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
“გამოცდილი საბრძოლო ბრიგადები თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მუშაობს კონტრაქტზე, რომელიც 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს ჯარში მსახურების შესაძლებლობას მისცემს. ეს არ არის მობილიზაცია, კონტრაქტი ნებაყოფლობითია”.
ზელენსკის თქმით, ახალი კონტრაქტი სხვებისგან განსხვავებული იქნება. ხელისმომწერები მეტ ანაზღაურებას და ბენეფიტებს მიიღებენ. კონტრაქტის ხანგრძლივობა 1 წელს შეადგენს.
ახალი კონტრაქტის დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
