„ელემენტარული ბნელი და გონებაჩლუნგი თუ არა ხარ, ეს რანაირად უნდა გჯეროდეს“ – დავით ზურაბიშვილი „დიფსთეითზე“

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
გლობალური ომის პარტია ანუ იგივე დიფსთეითია) რუსებს აწყებინებს ომს უკრაინასთან და უკრაინას რუსეთთან;ბ) გაეროს, ევროსაბჭოს და ევროკავშირს რასაც უნდა იმ რეზოლუციას აწერინებს;გ) აკოტრებს შვეიცარიის ბანკს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის მიზნით და ბიძინას ადვოკატების მიერ დაწერილ მამხილებელ წერილს ევროპის არცერთ საინფორმაციო საშუალებას არ აქვეყნებინებს;დ) რასაც უნდა იმას ალაპარაკებს საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს;ე) ამხობს კანონიერ ხელისუფლებებს ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიაში, სირიაში, უკრაინაში და სომხეთში;ვ) აკონტროლებს მსოფლიო ბანკს და საერთშორისო სავალუტო ფონდს და თავის ნებაზე ცვლის ვალუტის კურსს;მააააგრაამ საქართველოში ოთხჯერ ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ოთხჯერვე დამარცხდა ბიძინასთან და კობახიძე-მდინარაძეებთან. შეიძლება ითქვას, ძვრაც ვერ უყო ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ხელისუფლებას.ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ არსებობს ლეგენდა თითქოს არსებობენ საქართველოში ჭკვიანი და განათლებული ადამიანები, ვისაც ეს ყველაფერი სერიოზულად სჯერა.არა, ისეთი ადამიანები რომ არსებობენ, ვისაც ეს ყველაფერი სჯერა კი ვიცი, მაგრამ ჭკვიანი და განათებული კი არა ელემენტარული ბნელი და გონებაჩლუნგი თუ არა ხარ, ეს რანაირად უნდა გჯეროდეს, იქნებ ამიხსნას ვინმემ?

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს