ჯო უილსონი – ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი

ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა და ჯერ კიდევ დაჟინებულია, რომ ამას გააკეთებს, ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რეპსუბლიკური პარტია) ­X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა და ჯერ კიდევ დაჟინებულია, რომ ამას გააკეთებს. ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის [იემენის] “ჰუსიტები”, ქასიმ ალ-არაჟი [ერაყში ირანის მიერ კონტროლირებადი პარამილიტარისტული დაჯგუფება “ალ-ბადრ ორგანიზაციის” უფროსი წევრი], კაის საიდი [ტუნისის პრეზიდენტი] და ბიძინა ივანიშვილი,” – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე – სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ უილსონის დამატების თანაავტორი იყო უკრაინაც – ზურგში დანის დარტყმაა, როდესაც უკრაინა, რომელიც ომშია, იცლის, რომ ქართველ ხალხს ძირი გამოუთხაროს