პარლამენტთან, რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის ნაწილი, სადაც აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილები, საპოლიციო ძალებმა დაიკავეს

პარლამენტთან, რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის ნაწილი, სადაც აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილები, საპოლიციო ძალებმა დაიკავეს.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ იმყოფებიან როგორც საპატრულო, ისე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. პროტესტის მონაწილეები კი ტროტუარებზე რჩებიან.
რუსთაველის გამზირზე პოლიციის გამოჩენას მოქალაქეები სტვენითა და ხმაურით შეხვდნენ.
დღეს პროტესტის 73-ე დღეა. მოქალაქეებს რუსთაველის გამზირი დაახლოებით 22:00 საათიდან ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი კვლავ ახალი არჩევნების ჩანიშვნასა და აქციების პერიოდში დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”