2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 2 850 მილიარდერია, რომელთა საერთო ქონება 15.1 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
მათი უმრავლესობა ამერიკაში, ჩინეთში, ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, რუსეთში ცხოვრობს.
თუმცა არსებობენ ქვეყნები, სადაც მხოლოდ ერთი მილიარდერია და Bloomberg-ის რეიტინგის მიხედვით, ასეთებს შორის არის საქართველოც. ჩვენთან მილიარდერი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 9 ქვეყანას, სადაც მხოლოდ ერთი მილიარდერი ცხოვრობს: (წყარო: Bloomberg)
- 1. კვიპროსი: ჯონ ფრედრიქსენი – ქონება: 12.3 მლრდ დოლარი
- 2. მენის კუნძული: მარკ შეინბერგი – ქონება: 6.9 მლრდ დოლარი
- 3. ყაზახეთი: ვლადიმერ კიმი – ქონება: 7.47 მლრდ დოლარი
- 4. ლიხტენშტეინი: პრინცი ჰანს-ადამ II – ქონება: 10.2 მლრდ დოლარი
- 5. მალაიზია: რობერტ კოუკი – ქონება: 18.1 მლრდ დოლარი
- 6. ახალი ზელანდია: გრემ ჰარტი – ქონება: 11 მლრდ დოლარი
- 7. ნიგერია: ალიკო დანგოტე – ქონება: 27.4 მლრდ დოლარი
- 8. უკრაინა: რინატ ახმეტოვი – ქონება: 6.52 მლრდ დოლარი
- 9. საქართველო; ბიძინა ივანიშვილი – ქონება: 7.75 მლრდ დოლარი