არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილეს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო საპროტესტო შეკრებისთვის, აქციის 9 მონაწილეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქმი შემდეგ პირებს გამოუწერეს: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
პოლიცია მათ, სავარაუდოდ, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ედავება.
არსებული ინფორმაციით, საქმეზე სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს.
„ინტერპრესნიუსი“ დამატებით დეტალებზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!