“დავბრუნდით გურჯაანიდან.
გურჯაანში ყველაზე უკეთ იგრძნობა რეჟიმს რამდენად ეშინია; ერთი კაცი დგას უწყვეტად და რეჟიმი უფრო ადვილად, თამამად ავლენს თავს.
მარტო დღეს ერთი საათის განმავლობაში განუწყვეტლად გვიღებდნენ სხვადასხვა მხრიდან;
მუნიციპალური შენობიდან, პოლიციის მანქანებიდან, გვიტრიალებდა დაბურული “შკოდა”, კერძო მანქანა ნომრებით KU—RD (სრულად არ ვწერ სახელმწიფო ნომერს) გააჩერებდა ჩამოწევდა შუშას და იღებდა.
მაგ დროს ხვდები, როგორ ცდილობს დაგაშინოს გადაღებით ანუ გიღებს რომ შეგაშინოს.
ერთი ადამიანის შიში, როდესაც რეჟიმს ამდენად ძაბავს, შიშია არა ერთი მოქალაქის არამედ ათასების, რომლებსაც აღარ ენდობა;
რომ თუ ერთმა იხსნა თავი, ზვავად მოწყდება თავისუფლება.
გურჯაანში ისევე როგორც სხვა რეგიონებში ხშირ შემთხვევაში უკეთაც ერკვევიან პოლიტიკაში, ვიდრე თბილისში, მათ
შორის საერთაშორისო.
ერთ-ერთმა მონაწილემ მითხრა, გვიხსნიან USAID აფუჭებდა საქმესო. არადა, პირიქით, უფრო მიზნობრივად რომ დახარჯულიყო თანხები ახლა აქ ათი კაცი არ იდგებოდაო.
რუსთაველზე დგომა ძალიან ადვილია, მარტო რომ დგახარ მთელი რეჟიმის წინააღმდეგ მუნიციპალიტეტში იმასთან შედარებით.
არადა, ბევრი რუსთაველზე დგომასაც თაკილობს, ზოგი უფრო მნიშვნელოვანი საქმით არის დაკავებული, ზოგი აქტივისტობას არ კადრულობს, ზოგი გადამწყვეტს დროს მოდის…
რომ არ ვიცოდე, რა ხდება შინ და გარეთ, უმაღლეს და საქმიან ფორმატებში, რა ხდება საერთაშორისო შეხვედრებზე კიდევ ვიფიქრებდი;
რაღაც უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტივობა არსებობს, ვიდრე რეჟიმის წინააღმდეგ დგომაა, მაგრამ რომ ვიცი…
რომ ვიცი, რომ ერთი კაცი ამკვიდრებს თავისუფლებას გურჯაანში და არავინ სხვა არსად მსოფლიოში,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.