8 თებერვალს, პროტესტის 73-ე დღეს, თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება.
კერძოდ, 12:30 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართება (Theatre Factory 42)
19:00 საათზე – პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან
19:00 საათზეა ასევე დაგეგმილი დავით აღმაშენებლის მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან თავისუფლების მოედნამდე.
20:00 საათზე – აქცია საქართველოს პარლამენტთან.
რაც შეეხება რეგიონებს, გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია სახელწოდებით – „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“
ახალციხეში, 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან – „არა რუსულ რეჟიმს!“
ბათუმში, 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან – „სამშობლოს სამსახურში!“
ზუგდიდში, 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, „ბრძოლა გამარჯვებამდე“.
თელავში, 18:00 საათზე, მერიის წინ, „უწყვეტი პროტესტი თელავში“
ქუთაისში, 18:00 საათზე, თეთრი ხიდიდან „ემიგრანტების ოჯახების მარში!“ იმართება.
ხოლო 19:00 საათზე, ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი.
ხაშურში, 18:00 საათზე, „ბიბლუსთან“ აქცია „ცეცხლი ოლიგარქიას!“
გურჯაანში, 15:00 საათზე, მერიასთან საპროტესტო აქცია!
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/01000000-0aff-0242-18ed-08dc6b5902ee_w1200_r1-W9Sh1u-300x169.jpeg)