ჩემპიონშიფის ოცდამეთერთმეტე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „სანდერლენდს“ დაუზავდა – 2:2.
„უოტფორდი“ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები მიიღო: sofascore 7.1, whoscored 7.0, flashscore 6.9.
„უოტფორდი“ ამ მომენტისთვის 42 ქულით მეათე ადგილზეა და 11 თებერვალს „ლიდსს“ უმასპინძლებს.
სანდერლენდი – უოტფორდი 2:2
გოლები: 1:0 ო’ნიენი (16), 1:1 დელე-ბაშირუ (43, პენ), 1:2 ლუზა (46), 2:2 ცირკინი (89)
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/58cbb6ab2a8eed4b8091721237303eec-5ZdCnd-300x200.jpeg)