სირაძის პატაკი გომელაურს: გთხოვთ, 593 სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება შსს-ს დაევალოს

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პატაკში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე შს-ს სანქცირებულ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს წერს და საპროტესტო აქციებზე “593 სამართალდარღვევის ფაქტზე” რეაგირებას შსს-ს თხოვს.

იურისტის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, უწყება და სასამართლო ვერ ახერხებს დროულად  მტკიცებულებების ჩაბარებას და იმის მაგივრად, რომ ჯერ არსებობდეს ვიდეოჩანაწერი და მერე დაიბარონ სამოქალაქო აქტივისტები, ჯერ იბარებენ მათ და შემდეგ იწყებენ მტკიცებულებების მოგროვებას.

“არ ხდება, რაც უნდა იყოს დაცული, რომ ჯერ ვიდეომტკიცებულება გქონდეს და შემდეგ ეძებდე დამნაშავეს, პირიქით ხდება ამ შემთხვევაში” – თქვა მიგინეიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო ვერ ახერხებს ვიდეომტკიცებულებების ისე ჩაბარებას, რომ ისინი მინიმუმ ემთხვეოდეს ერთმანეთს, არა თუ ადასტურებდეს რომელიმე პიროვნების დანაშაულს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს