ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებთ, გარკვეულ ეტაპზე ამ ხედვის განხორციელება რეალისტური გახდება

ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებთ, გარკვეულ ეტაპზე ამ ხედვის განხორციელება რეალისტური გახდება
ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, ჩვენ უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესები, თუმცა ჩვენი ხედვა მტკიცედ მშვიდობიანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა საქართველო ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას ალტერნატივა არ აქვს.
„ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და, რასაკვირველია, ამ მხრივ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუმცა ჩვენი ხედვა მტკიცედ მშვიდობიანია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ საკითხის არამშვიდობიანი გადაჭრა აბსოლუტურად შეუძლებელია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას არ აქვს ალტერნატივა. გამოვთქვამთ იმედს, რომ გარკვეულ ეტაპზე ამ ხედვის განხორციელება რეალისტური გახდება. დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთთან ურთიერთობებისა და საქართველოში რუსეთის საელჩოს შესაძლო გახსნის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ახლა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო არ არის.
„ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის გათვალისწინებით, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ახლა არც არის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო. ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას და სწორედ ამაში მდგომარეობს რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკის დედააზრი. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და სწორედ ამ გზით გაგრძელდება ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე