“ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება” | კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება.
“ევროკავშირი შეძლებს 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიც არ უნდა იყოს უნგრეთის პოზიცია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარება გაგრძელდება”, – ამბობს კულება
მისივე თქმით, თუ ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნება შეუძლებელია, მაშინ ეს თანხები კონსენსუსის მიღწევის გარეშე გამოიყოფა.