ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო ცენტრზე დარტყმის შედეგად, 20 ოფიცერი დაიღუპა

კურსკის ოლქში რუსეთის სამეთაურო ცენტრზე დარტყმის შედეგად, 20 ოფიცერი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მითხრეს, რომ სავარაუდოდ, დაღუპულია 20 ოფიცერი. მათ შორის, ჩრდილოეთ კორეელი და რუსი ოფიცრები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, მრავალკვირიანი პაუზის შემდეგ ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებებს დაუბრუნდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 2,5 კმ-ით წინ წაიწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს