ლევან წულაძე – მხოლოდ გაერთიანება აღარ კმარა, საჭიროა სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეები – საზოგადოებრივ ასამბლეაზე ახალი პოლიტიკოსები დაიბადებიან

„თეატრი სახელოსნო 42“-ის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლევან წულაძის განცხადებით, დღეს საზოგადოება ერთიანია, საჭიროა­ „სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეების დაბადება“.
როგორც წულაძემ „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის“ დაარსების შემდეგ განაცხადა, ასამბლეაზე ახალი პოლიტიკოსები დაიბადებიან.
„დღეს ყველა ფორმით, ყველა ლაპარაკობს, ყველა გამოხატავს პროტესტს, ყველა თავის თავის ბატონ-პატრონია, მაგრამ საჭიროა გაერთიანება. ასევე, საჭიროა პოლიტიკური ძალის, ან პოლიტიკური იდეის დაბადება. მხოლოდ გაერთიანება აღარ კმარა. გაერთიანებული არის ხალხი. ახლა მგონი, საჭიროა, სტრუქტურირება და პოლიტიკური იდეების დაბადება. მგონია, რომ ამ ასამბლეაზე დაიბადებიან ახალი პოლიტიკოსები, რადგან პოლიტიკური სპექტრის განახლება ძალიან საჭიროა“,- განაცხადა წულაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა“ დაფუძნდა. ყრილობა „თეატრი სახელოსნო 42“-ში გაიმართა. საზოგადოებრივი ასამბლეა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს გააერთიანებს და მისი მიზანი მოქალაქეების მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება, მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით კრიზისის დაძლევა და იმ მექანიზმების შექმნა იქნება, რომლებიც მომავალში ქვეყანას მსგავსი კრიზისების თავიდან არიდებაში დაეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამა საბა გაზდელიანი – ვისაც არ მიეცა შესაძლებლობა, მიახლოებოდა პატრიარქს, შესაძლებლობა ექნებათ, მსვლელობის დროს დაემშვიდობონ – დამონტაჟებული იქნება მონიტორებიც და ხმის გამაძლიერებლები, რომ პირდაპირ ეთერში იხილოთ დაკრძალვის ცერემონია

ნიკა გვარამია – პატრიარქის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთიდან აკოორდინირებს დაკრძალვის პროცედურებს? 2 დღე ვერ მოიცადა კაცმა, საქართველოშიც კი არ გაჩერდა, ორბანთან გაიქცა, იქნებ ამერიკელებს დამალაპარაკოსო

ირაკლი კობახიძე – ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო დაპირისპირებას დიალოგი ჩაანაცვლებს – საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია