ბელგიის პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერები ისრაელს სთხოვენ, ღაზაში „მაქსიმალური თავშეკავება“ გამოიჩინოს

ევროკავშირის ლიდერები ისრაელს სთხოვენ, ღაზაში “მაქსიმალური თავშეკავება” გამოიჩინოს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებულ შეხვედრამდე განაცხადა.
დე კროოს თქმით, იმისდა გათვალისწინებით, რომ ისრაელს “უფლება აქვს ღაზადან მომდინარე ტერორისტული საფრთხე აღმოფხვრას”, მან ეს უნდა გააკეთოს “თავშეკავებით და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისადმი პატივისცემით”.
ბელგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ოქტომბერში გამართული ევროპული საბჭოს წინა შეხვედრიდან “სიტუაცია დრამატულად გაუარესდა” და “ბევრი სამოქალაქო პირის მკვლელობა” მოხდა. დე კროომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია იქნება ისრაელს მიმართოს ღაზას სექტორში “მაქსიმალური თავშეკავება” გამოიჩინოს.