თაკო ჩარკვიანი: ოპოზიციური არხები რატომ არ აშუქებთ უნიშვნელოვანეს შეხვედრას, ვციტირებ: ”ოპო ტვ არხებმა ჩართვა არ გამიკეთესო”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა!

“ოპოზიციური არხები რატომ არ აშუქებთ უნიშვნელოვანეს შეხვედრას, ვციტირებ: ”ოპო ტვ არხებმა ჩართვა არ გამიკეთესო”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა! რა უხერხულია და მართლაც რატომ არ ჰქონდა ჩართვა? ივანიშვილის კორუფციონერების დასანქცირებულთა სიის ადვოკატ-დამცველ “ოპოზიციონერი” ხაზარაძე რომ ზის განუსაზღვრელი დროით და თან გვეუბნება: “ამერიკის მიერ დასანქცირებულ,ივანიშვილის სიის (კორუფციონერ) ბიზნესმენებს ადვოკაციას ვუწევდი ამერიკაში, რადგან უნდა გადარჩნენო”…

პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე ეზოში კარებთან ატუზულს რომ “ვეძებთ” მთელი საქართველო ეგებ სადმე თვალი მოვკრათ და ვერსად რომ ვერ ვპოულობთ, ამ ხაზარაძეს -დასანქცირებულთა სიის დასაცავად ჩასულს, მე სულ ველოდებოდი, რომ მისი- “ალა მალბოროს ” სტილში კოვბოის “კოსტუმით” მივიდიდა , როგორც წინა საარჩევნოდ გამოგვეცხადა რეკლამაში საქართველოში ხაზარაძე, მაგრამ ჰოი საოცრებავ და საერთოდ ვერ ვნახე, ვერავინ მოვკარით თვალი, ვერც გარეთ ეზოში, წარმოიდგინეთ ამ ტიპის მნიშვნელოვანი აუდიენცია -შეხვედრა რომ ჰქონოდა და არა ერთ წუთიანი ხელის ჩამორთმევა, წარმომიდგენია რა ამბავი ატყდებოდა ტვ ეთერებიდან ვერ ჩამოვიყვანდით (როგორც ზის ხოლმე მუდამ)😊ეს ხუმრობა იქით იყოს და…. მართლა ყველა ტვ ეთერი უნდა აშუქებდეს ნათელაშვილის ამ შეხვედრას, მხოლოდ ტვ “ფორმულას” არ უნდა ჰქონოდა ჩართვა. სანამ ასე არ იქნება- ობიექტურად და მიუკერძოებლად, მანამდე ვიქნებით ამ “ოცნების” ჯოჯოხეთში,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი .