ცნობილი ბრაზილიელი ბლოგერი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბრაზილიელი ბლოგერი, ლალესკა ალექსანდრე 28 წლის ასაკში, სეპტიური შოკის განვითარებით გარდაიცვალა. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.
ახალგაზრდა ქალი ოთხშაბათს გარდაიცვალა, მას საკვერცხის ინფექცია გაურთულდა.
ექიმების განცხადებით, ალექსანდრას ტუბო-საკვერცხის აბსცესი (TOA) ჰქონდა. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის განმარტებით, აღნიშნული დიაგნოზი “მენჯის ღრუს ანთებითი დაავადების (PID) მძიმე გართულებაა, რომელიც პირველ რიგში გავლენას ახდენს რეპროდუქციული ასაკის სექსუალურად აქტიურ ქალებზე.”
ოჯახის წევრების განმარტებით, ქალს სპაზმური ტკივილები აწუხებდა, რის გამოც საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმებმა მას სასწრაფო ოპერაციის ჩატარება ურჩიეს, თუმცა დაავადების რთული ფორმებიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყარო: რუსთავი 2