მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – მინისტრი ჟურნალისტს შიმშილოპბნის შეწყვეტას ურჩევს

ჯანდაცვის მინისტრი, ამბობს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” წერს.
ჯანდაცვის მინისტრის რჩევაა, ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტოს.
„ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას, არის, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა. შესაბამისად, დაუბრუნდეს კვებას. ეს იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი. ამ რჩევას კვლავაც მის გასაგონადაც გავიმეორებ. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 28-ე დღეა შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს. 24 დღე ჟურნალისტმა ციხეში იშიმშილა, 4 თებერვალს კი, მისი მდგომარეობა დამძიმდა და კვლევისთვის გადაიყვანეს კლინიკაში. მოშიმშილე ჟურნალსიტი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ს საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს შეუფარდა.