დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 600 000 ლარს აჭარბებს – საია

დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 600 000 ლარს აჭარბებს – საია
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, ამ დროისთვის დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების საერთო რაოდენობა 600 000 ლარს აჭარბებს.
ორგანიზაციის განცხადებით, 2023 წლიდან დღემდე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დაკავება ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
მათივე ცნობით, 2025 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება 1 600-ზე მეტ პირს შეეხო.
„სასამართლო მათ წინააღმდეგ, როგორ წესი, იყენებს ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმას. დეკემბერსა და თებერვალში კანონმდებლობაში დაჩქარებულ ვადებში შეტანილი ცვლილებების შედეგად: – გაოთხმაგდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა – 15 დღიდან 60 დღემდე;- გაიზარდა ჯარიმების ოდენობა, რიგ შემთხვევაში – გაათმაგდა“, – წერს ორგანიზაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ჯაბა ზარქუა: დადასტურდა აგენტ-პროვოკატორის ამბავი. თავდაცვის რეჟიმში მყოფი ექიმი კი პაციენტის დახმარების ნაცვლად იმაზე ფიქრობს რომ რამე შარში არ გაეხვეს. ამ მიდგომით პაციენტის დახმარება შეუძლებელია

სალომე სიმონია: ოცნების დეპუტატს, ზვიადაურსაც 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელმაც 27 წლის ბიჭი სიცოცხლეს გამოასალმა. ღირსეულ ექიმს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც პროვოკაცია მოუწყვეს და ისე დააკავეს, მასაც – 50 000 ლარი