ირაკლი კობახიძე აშშ-ში FARA-ს შერბილებას Deep state-ს უკავშირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, მიიჩნევს, რომ აშშ-ში FARA-ს შერბილება Deep State-ის შესაძლო ჩარევას უკავშირდება
როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,”უცნაურად დაემთხვა ეს “ქართული ოცნების” მიერ FARA-ს იდენტური კანონის მიღების გადაწყვეტილებაზე განცხადებას.”
“ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში FARA-ს კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს”,- განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, 5 თებერვალს, “ქართულმა ოცნებამ” ამერიკული FARA-ს მიღება დააანონსა.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა, პემ ბონდიმ გამოსცა მემორანდუმი, რომლითაც გააუქმა FBI-ის ის ჯგუფი, რომელიც ამერიკულ პოლიტიკაში უცხო ქვეყნის მთავრობების გავლენის გავრცელებას ებრძოდა. იზღუდება FARA-ს მოქმედების ფარგლებიც.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/bdbd_w_h-UIzlEm-300x169.jpeg)