Reuters – მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა

მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, კარლ ნიკოლსმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის 500-მდე თანამშრომელი სამსახურში აღადგინა, ხოლო 2200-მდე თანამშრომლის გათავისუფლების გეგმა დროებით დაბლოკა.
მოსამართლემ აშშ-ის სამთავრობო მუშაკების პროფკავშირებისა და საგარეო სამსახურის მუშაკთა ასოციაციის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც მათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დახურვის მცდელობების შესაჩერებლად სასამართლოში შეიტანეს.
ამასთან, ნიკოლსმა USAID-ის შენობების გახსნისა და სააგენტოს გრანტების დაფინანსების შესახებ პროფკავშირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე კარლ ნიკოლსის ბრძანება, რომელიც ძალაში 14 თებერვლამდე იქნება, USAID-ის იმ თანამშრომლების სხვაგან გადაყვანას კრძალავს, რომლებიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის თანამშრომელთა რაოდენობის 10 000-დან 290-მდე შემცირებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს