ირაკლი კობახიძე – უცხოელ აგენტებს მიღებული აქვთ ახალი დავალება, რომ შექმნან, ნეგატიური აღქმები ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით – ვერ ეღირსებიან

ხედავთ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია, სხვადასხვა ჯურის „ნაცები“ ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კონკრეტული სიმღერებით. სინამდვილეში, თვითონ მიიღეს ის, რითაც ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და რა თქმა უნდა, ეს, ასე გაგრძელდება,- ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მანამდე კობახიძემ მან უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურზე შეინარჩუნა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა არამარტო რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბით.
„უცხოელ აგენტებს მიღებული აქვთ ახალი დავალება. ალბათ, უსმენდით, ხაზარაძე რას ლაპარაკობს ჩვენ ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით, ნიკა გილაური, სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი რას საუბრობს ჩვენ ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით. მათ ახალი დავალება აქვთ მიღებული, რომ შექმნან, რაღაც ნეგატიური აღქმები ჩვენს ეკონომიკურ პერსპექტივებთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ასეთი რაღაც ხდებოდა ამ წლების მანძილზე, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენმა საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა თითქმის 10%-ს და შარშანდელი წელი დავხურეთ 9,5%-ით, რაც არის ძალიან მაღალი მიღწევა. პირველ ადგილზე ვართ არამარტო რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით.
რა თქმა უნდა, ასეთი იქნება 2025 წელიც, თუმცა კეთდება აბსურდული განცხადებები ამ უცხოელი აგენტების მხრიდან – ხაზარაძე, გილაური და სხვები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ეკონომიკური ვარდნაც კი ემუქრება 2025 წელს ჩვენს ქვეყანას. თან, ეს ხდება, რის ფონზე – ჩვენ გვქონდა არაერთი ვიზიტი და ყველა ვიზიტის ფონზე საუბარი იყო ინვესტიციებზე. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რაც იქნა მოზიდული უკავშირდება არაბთან გაერთიანებულ საემიროებს MR ჯგუფს, ანუ 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი კომპანიის მხრიდან. ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები სხვა ქვეყნებში ინვესტიციებთან დაკავშირებით. მთლიანობაში ჩვენ გადაჭარბებით შევასრულებთ იმ ოთხწლიან გეგმას, რომელიც წარვადგინეთ წინასაარჩევნოდ საზოგადოების წინაშე. ჩვენ, 4 წელიწადში გვქონდა 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მთლიანობაში, თუმცა ვფიქრობთ,რომ ამ გეგმას სერიოზულად გადავაჭარბებთ. ამის გარანტიას იძლევა ის მიმდინარე პროექტები, რომლებიც უკვე არის დაანონსებული. ამ ფონზე გასაკვირი არ არის ის სუვერენული რეიტინგები, რომელიც ქვეყნდება:-განაცხადა მ.
მისი თქმით, ხელისუფლება სტაბილურად გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წლევანდელი წელიც იქნება ძალიან წარმატებული ეკონომიკური თვალსაზრისით.
„ეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას და ამ ფონზე, იგივე რადიკალური ოპოზიცია, უცხოელი აგენტები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანას ვითომ ემუქრება ეკონომიკური ვარდნა. რა თქმა უნდა, ამას ვერ ეღირსება რადიკალური ოპოზიცია, ისინი ხედავენ საკუთარ პოლიტიკურ შანსებს ასეთ პერსპექტივაში, თუმცა რეალურად თავადაც იციან, რომ არავითარი ეკონომიკური ვარდნა არ იქნება, პირიქით, გვექნება ძალიან სტაბილური ეკონომიკური განვითარება, მყარად შევინარჩუნებთ ლარის კურსს, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი. ეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას, საზოგადოებას. რაც სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, იმას ვერ ეღირსებიან.
ხედავთ, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია, სხვადასხვა ჯურის „ნაცები“ ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კონკრეტული სიმღერებით. სინამდვილეში, თვითონ მიიღეს ის, რითაც ემუქრებოდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და, რა თქმა უნდა, ეს ასე გაგრძელდება. არ შეიძლება „ნაცებმა“ მიაღწიონ წარმატებას, რაიმე სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.