“ლამაზო საქართველო, სხვა საქართველო სად არის” – ჰერჩინსკი

“კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველო, ლამაზო საქართველო, სხვა საქართველო სად არის” – თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, მ თავისუფლების მოედანზე, სიტყვით გამოსვლისას.
პაველ ჰერჩინსკიმ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.
საქართველოს სახელმწიფო გერბზე წერია “ძალა ერთობაშია”. დღეს ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის. ახლა ევროპული მომავლისათვის გაერთიანებისთვის დროა. თითოეული თქვენგანი საქართველოსთვის თანამედროვე ისტორიას ქმნის. ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს. ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ. კიდევ ერთხელ გილოცავ საქართველო, ლამაზო საქართველო, სხვა საქართველო სად არის. წინ საქართველო, წინ”, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკმა.
მისი სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ თავისუფლების მოედანზე ევროკავშირისა და საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.

ასევე დაგაინტერესებთ