ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე

ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე
გასული 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, ამ 4 მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ამას სჭირდება სათანადო ყურადღება და გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს NGO-ების მეშვეობით, უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა.
„ჩვენ შარშან მივიღეთ ამერიკული „ფარას“ რბილი ვერსია. ამ კანონსაც პატივს არ სცემენ კონკრეტული ორგანიზაციები. ყველაფრის გათვალისწინებით და ყველაფრის ფონზე, მათ შორის, იმ მოვლენების, რაც განვითარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ მივიღეთ ამერიკული „ფარას“ კოპირების გადაწყვეტილება. ერთი საინტერესო დეტალი დაერთო ამ ყველაფერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკეთდა განცხადებები ფარას შერბილების თაობაზე.
აქ მეორე, რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ, ოფიციალურად განაცხადეს, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის.
ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს.
რაც შეეხება ჩვენს რეალობას, თქვენ ხედავთ, რომ გასული 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, ამ 4 მცდელობაში იყვნენ ჩართული უცხოელი აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო ყურადღება და გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საქართველოში ვეღარავინ სცადოს NGO-ების მეშვეობით, უცხოური დაფინანსების მეშვეობით მორიგი რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს