ირაკლი კობახიძის აზრით, -ში FARA-ს კანონის შერბილებაშიც შესაძლოა deep state-ის ხელი ერიოს

ირაკლი კობახიძის აზრით, -ში FARA-ს კანონის შერბილებაშიც შესაძლოა deep state-ის ხელი ერიოს.
 „აშშ-ში გაკეთდა განცხადებები FARA-ს შერბილების თაობაზე, ნუ აქ, მეორე რაც ემატება ამ ყველაფერს, ევროკავშირს უნდოდა მსგავსი კანონის მიღება და მათ პირდაპირ განაცხადეს ოფიციალურად, რომ საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების გამო ვეღარ იღებენ ევროკავშირში ამ კანონს, იმიტომ, რომ მაშინ მორალური უფლება აღარ ექნებოდათ, რომ საქართველო გაეკრიტიკებინათ იგივე კანონის მიღებისთვის. ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება აშშ-ში FARA-ს კანონის შერბილებას, აქ შეიძლება ერიოს deep state-ის ხელი, ამას მომავალი გვიჩვენებს“, – ამბობს .
 7 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოური გავლენის შემსწავლელი ჯგუფი გააუქმა.
 საერთაშორისო კონსპირაციის თანახმად, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებული ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა