ტრამპმა იაპონიის პრემიერ იშიბას უმასპინძლა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ შიგერუ იშიბას უმასპინძლა. იაპონელები იმედოვნებენ, რომ შეხვედრა -იაპონიის ალიანსს გააძლიერებს.
ლიდერებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მოსალოდნელია, რომ გაიზრდება იაპონური ინვესტიციები შეერთებულ შტატებში და ამერიკული ენერგომატარებლების ექსპორტი იაპონიაში.
დღის წესრიგშია კიბერუსაფრთხოებისა და კოსმოსის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების, მათ შორის სა და ნახევრადგამტარების ერთობლივი განვითარება.
პრეზიდენტმა ბაიდენმა უფლებამოსილების გადაბარებამდე ცოტა ხნით ადრე ფოლადის მწარმოებელ იაპონურ კომპანია “ნიპონ სტილს” პიტსბურგული “იუ-ეს სტილის” შეძენის საშუალება არ მისცა. ამერიკული კომპანიის გაყიდვას პრეზიდენტი ტრამპიც ეწინააღმდეგება. ვარაუდობენ, რომ ლიდერები ამ საკითხს ისევ დაუბრუნდებიან.
ტოკიომ იცის, რა სურს ტრამპს: იაპონური ინვესტიციები საკვანძო ინდუსტრიებში, აგრეთვე ტოკიოს მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდა და ამერიკული ენერგომატარებლების შეძენა. იაპონიას ამერიკასთან მტკიცე ურთიერთობის შენარჩუნება სურს. წყნარ ოკეანეში აშშ-ის ორი უმთავრესი მეტოქის, ჩინეთისა და ჩრდილოეთი კორეის შეკავების საკითხში იაპონია, ავსტრალიასა და ფილიპინებთან ერთად, ამერიკელთა უმთავრესი მოკავშირეა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ