კობახიძემ ევროპის საბჭოს უარი უთხრა რუსული კანონის შესაცვლელად სამუშაო ჯგუფის შექმნაზე

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს მ უარი უთხრა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელსაც რუსულ კანონში ცვლილებებზე უნდა ემუშავა და რომლის შექმნაზეც თანხმობა ბერსესა და „ქართულ ოცნებას“ შორის, დეკემბერში, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის დროს შედგა 2024 წლის დეკემბერში.
ალენ ბერსემ უარი სთან სატელეფონო საუბრისას მიიღო, რომელიც 3 თებერვალს შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროპის საბჭო ავრცელებს.
სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეას 2024 წლის დეკემბერშივე მოჰყვა კრიტიკა, როგორც სგან, ისე ოპოზიციიდან და სამოქალაქო სექტორიდან, მოტივით, რომ რუსულ კანონს ვერანაირი ცვლილება ვერ გააკეთილშობილებს, არაღიარებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა კი საქართველოში კრიზისის განმუხტვას არ ემსახურება.
როგორც ევროპის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, სატელეფონო საუბრამდე, 20 იანვარს, სამდივნომ წერილობით მიმართა „ოცნების“ მთავრობას, სამუშაო ჯგუფის შექმნის თხოვნით, თუმცა ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. სატელეფონო საუბრისას კი კობახიძემ ბერსეს განუცხადა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“ მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში ან შეცვალოს ე.წ. „გამჭვირვალობის კანონი“.
როგორც ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გენერალურმა მდივანმა კობახიძესთან საუბრისას შეშფოთება გამოთქვა საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან, მზარდ პოლარიზაციასთან დაკავშირებით.
„ახლა დგას ამოცანა, რომ შეფასდეს გავლენა და შედეგები საქართველოში არსებული ვითარებისა, რაც მისი მმართველი ძალის მიერ კურსის შეცვლამ გამოიწვია. დიალოგი საქართველოში მაღალჩინოსნებთან გრძელდება“, — ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.