უკრაინის საგარეო უწყება – ევროკავშირში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემაზე პრინციპული გადაწყვეტილება მიღწეულია

ევროკავშირში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გადაცემაზე პრინციპული გადაწყვეტილება მიღწეულია. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 50 მილიარდი ევროს გადაცემის თაობაზე პრინციპული გადაწყვეტილება არის “მკაფიო სიგნალი, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა გაგრძელდება.”
“ველით ყველა საჭირო იურიდიული პროცედურის დასრულებას 2024 წლის იანვარში, რომლებიც საშუალებას მოგვცემს შესაბამისი დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ,” – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხა მიმართული იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერაზე, უკრაინის აღდგენასა და მოდერნიზაციაზე, და ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის