აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინეს, ისმის შეძახილები “არა რუსულ რეჟიმს”.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების დათმობა მოუწევს.
მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს ხელახლა არ დანიშნავს.