თბილისში ლოზუნგით – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

„თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ – ამ ლოზუნგით საზოგადოებრივი მაუწყებლიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მოქალაქეების მაუწყებელთან რამდენიმე დღეა პროტესტის ნიშნად იკრიბებიან, ისინი პირდაპირი ეთერსა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ : „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „ძირს რუსული რეჟიმი!..“
ამასთან, მზია ამაღლობელის მხარდამჭერმა აქციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან პარლამენტთან გადმოინაცვლა. აქციას სხვა მომიტინგეებიც შეუერთდნენ, რომლებიც საპროტესტო მსვლელობას საკანონმდებლო ორგანოსთან ელოდებოდნენ. აქციის მონაწილეები სტვენითა და შეძახილებით სკანდირებენ: “თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს” “თავისუფლება მედიას!”
დღეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის რამდენიმე წერტილში გამოხატავდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან.
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან. 72-ე დღეს აქციის მონაწილეები ითხოვენ: ახალი ს დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს