საია – ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა

“”ქართული ოცნება” რეპრესიული კანონებითა და სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, პროტესტი ჩაახშოს. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაოთხმაგება და ჯარიმების ზრდა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეების დასჯა და დაშინებაა“ , – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებაშია ნათქვამი.
საია განცხადებაში აღნიშნავს, რომ „ასობით ადამიანს უკვე შეეფარდა ჯარიმა და ადმინსტრაციული პატიმრობა, ათეულობით პირი კი, პატიმრობაშია და ელოდება სისხლის სამართლის წესით გასამართლებას“.
„ეს ყველაფერი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად არის ქცეული – კრიტიკული ხმა დასჯადია, სასამართლო კი, აქციის მონაწილების დასჯის ინსტრუმენტადაა ქცეული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს