ბათუმის ცენტრალურ პარკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ისმის შეძახილები: “თავისუფლება უკანონო პატიმრებს”

ბათუმის ცენტრალურ პარკში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართვენ.
მათი განცხადებით სოლიდარობას უცხადებენ, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულ მოქალაქეებს.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მარშის მოწყობას.
ისმის შეძახილები “თავისუფლება უკანონო პატიმრებს”.
“პარკში აქციას ვმართავთ და შუქი გავითიშეს, სასაცილოა ეს ყველაფერი. აქ მთავარია სოლიდარობას ვუცხადებთ ადამიანებს, რომელთა “სისხლის სამართლებრივი” დევნა მიმდინარეობს. სოლიდარობა ქალს, მზია ამაღლობელს, რომელიც პატიმრობაშია”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს