ალპური სასტუმრო AltiHut-ის გუნდი ახალი სამთო-სამაშველო ქოხის პროექტზე მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომპანია „ალტიტუდას“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ნიკოლოზ ალავიძე წერს.
„თავდაპირველად ბიუროკრატიულმა სირთულეებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა დაგეგმილი მშენებლობა 2024 წლის დასაწყისში, რამაც პროექტის 1 წლით გადადება გამოიწვია. ამას დაემატა ქვეყნის ახალი რეალობა და ამ პროცესით გამოწვეული ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საჯარო “თავგადასავალი” (რაც ჩემს ეგოს არაფერს, თუმცა ქვეყნის აღქმას სამწუხაროდ მნიშვნელოვნად აზიანებს)… პროექტის მიმდინარეობის შეჩერების გადამწყვეტი ფაქტორი პროექტიდან საერთაშორისო პარტნიორების გასვლის მიზეზი გახდა“, – დაწერა ნიკოლოზ ალავიძემ.
„ალტიჰათი 3014“ არის რევოლუციური, ინოვაციური და თამამი ნაბიჯებით შექმნილი უნიკალური პროექტი, რომლის მიზანი არის მდგრადი და ინოვაციური განვითარების მოდელით, ახალი ბინზეს ეკო-სისტემის შექმნა და ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი და მდგრადი ბიზნეს ტრადიციების დანერგვის ხელშეწყობა, რაც გარემოზე ზრუნვასა და ეთიკურ საქმიანობას ეფუძნება. ამ ხედვის ბუნებრივი და ევოლუციური გაგრძელებაა, „ბალის სამთო-სამაშველო ქოხის“ პროექტი, რომელიც ზღვის დონიდან 3,700 მეტრ სიმაღლეზე უნდა განხორციელებულიყო “Bally Peak Outlook Foundation”-თან პარტნიორობით.