კიტ კელოგი: ტრამპი მზად არის გააორმაგოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის გააგრძელოს სანქციებით ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ომი უკრაინაში, განაცხადა ტრამპის საგანგებო წარგზავნილმა კონფლიქტის საკითხებში კიტ კელოგმა New York Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მან იქვე კიდევ ერთხელ თქვა, რომ დათმობები საჭირო იქნება კიევის მხრიდანაც. ათიდან სამი ქულით შეაფასა მან ის, თუ როგორ გამოიყენება სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ის თვლის, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა არსებითად შეიძლება გაძლიერდეს.
როგორც კელოგმა თქვა, არის საშუალება გაძლიერდეს ახლახან რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციები. საგანგებო წარგზავნილის თანხმად, პრეზიდენტ ტრამპს კარგად ესმის, თუ ზეწოლის როგორი ძლიერი ბერკეტია სანქციები.
კელოგმა დაადასტურა, რომ ტრამპის პრიორიტეტი ომის დასრულებაა. მან აღნიშნა, რომ რუსეთზე სამხედრო ზეწოლა არ არის საკმარისი, რადგან ის ნაკლებად მგრძნობიარეა ფრონტზე დანაკარგის მიმართ.
კელოგი ამბობს, რომ უკრაინა და რუსეთი ბოლოსდაბოლოს უნდა შეთანხმდნენ მშვიდობაზე, და ამ დროს მათ მოუწევთ ურთიერთდათმობები. კონკრეტულად მას არ უთქვამს, რა დათმობებზეა ლაპარაკი, მაგრამ გაიხსენა აშშ-ის საშუამავლო მისია, როცა პოტსმუტში აშშ-ის პრეზიდენტმა, ტედი რუზველტმა 1905 წელს რუსეთსა და იაპონიას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკება მოაწყო, რის შემდეგად მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის მალე დასრულების აუცილებლობის შესახებ. კრემლიც ადასტურებს აშშ-თან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას, მაგრამ ამავე დროს ოფიციალურად დაბეჯითებით აცხადებს, რომ რუსეთისთვის მიუღებელია კონფლიქტის გაყინვა და უკრაინისთვის ადრე წაყენებულ მოთხოვნებზე უარის თქმა.
ტრამპის ადმინისტრაციას არ წარმოუდგენია უკრაინაში მშვიდობის დამყარების გეგმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?