სამოქალაქო აქტივისტი, ცაბუნია ვართაგავა:
ზუგდიდის რაიონულმა ცირკმა გაამტყუნა და 500 ლარით დააჯარიმა ადამიანი, რომელმაც აქციაზე მაგინა.
ადამიანი მუშაობს ზუგდიდის მერიის ააიპ-ში, თქვა, რომ 18 წელი პროკურატურაში იმუშავა და იცის სამართალი და სამართლიანობა. სიტყვის დასაწყისში გამოთქვა სინანული, რომ აი ასეთი საქმისთვის მოცდა სასამართლო, როცა ამდენი მნიშვნელივანი საქმეა განსახილველი. თქვა, რომ სხვა რაღაცაზე იყო გაბრაზებული და იგინებოდა უმისამართოდ (მართლა რამდენჯერმე ვკითხე , მე მიჩვენე ახლა შუა თითი და მე მაგინე-მეთქი? და დამიდასტურა, კიო). ასევე, აღნიშნა, რომ ვერანაირად მაგინებდა პირადად მე, რადგან არ იცოდა, ვინ იყო ცაბუნია ვართაგავა და პოლიტიკურად ანგაჟირებული კი არა ვარ, მაგისთვის მეგინებინაო.
მოკლედ, ასეთი ამბებია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დისკომფორტი შეექმნება და არავის საგინებელი ოჯახები ჩვენ არა გვყავს
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/slovaketi-P5EurY-300x169.jpeg)