Reuters – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამუშაო ჯგუფს აუქმებს, რომლის სამიზნეც რუსი ოლიგარქები იყვნენ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აუქმებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც ს მიერ 2022 წელს ში შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა და ჩართული იყო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებასა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევაში.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, -ის გენერალური პროკურორის პემ ბონდის მემორანდუმში ნათქვამია, რომ Task Force KleptoCapture-ის მუშაობა აღარ გაგრძელდება, რაც იმ გეგმის ნაწილია, რომელიც დაფინანსების ნარკოკარტელებისა და საერთაშორისო ბანდების წინააღმდეგ საბრძოლველად გადამისამართებას ითვალისწინებს.
„ეს პოლიტიკა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას აზროვნებასა და მიდგომაში“, – წერს ბონდი დირექტივაში და დასძენს, რომ რესურსები, რომელიც ახლა სანქციების აღსრულებასა და ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევაზეა მიმართული, კარტელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ გადამისამართდება.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციის დროს დაწყებული პროგრამა მიმართული იყო რუსეთის პრეზიდენტ ს მდიდარ თანამოაზრეებზე ფინანსური ზეწოლის განხორციელებასა და სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის დარღვევების ხელშემწყობი პირების დასჯისკენ.