კუნძულ სანტორინიზე საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა – სეისმოლოგებმა 500-ზე მეტი მიწისძვრა დააფიქსირეს

კუნძულ სანტორინიზე 28 იანვრის შემდეგ 500-ზე მეტი დაფიქსირდა. საბერძნეთის ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 3 მარტამდე გაგრძელდება. ადგილი 11 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, როდის დამთავრდება „სეისმური კრიზისი“ კუნძულზე. ისინი არ გამორიცხავენ, რომ სანტორინი უფრო ძლიერი მიწისძვრის საფრთხის წინაშე დგას.
„ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, ჩვენ [თანამედროვე დროში] მსგავსი რამ არასდროს გვინახავს საბერძნეთში“, – განაცხადა ათენის ეროვნული ობსერვატორიის მეცნიერმა აფანასიოს განასმა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ქვეყნის შესაბამისი ძალები მობილიზებულია და მთავრობა მზადაა ნებისმიერი მოულოდნელობისთვის. მან მოუწოდა კუნძულზე დარჩენილ ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ.
კუნძულზე მომხდარი მიწისძვრების მაგნიტუდა 4.7 და 5,2 აღწევს.
ცნობისთვის, გამანადგურებელი მიწისძვრა კუნძულზე 1956 წელს მოხდა. 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია. დაღუპულთა რაოდენობამ 53-ს მიაღწია, ასზე მეტმა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!