მედია: რატომ დუმს ძმები ფხაკაძეების ბიზნესი?

“ვისოლ ჯგუფს” პროტესტის მიმართ პოზიცია არც მანამდე დაუფიქსირებია. “ვისოლი” არ შეუერთდა თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე განთავსებულ განცხადებას, რომლითაც კომპანიები პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ. ამ განცხადებას დღეისთვის 2 426 ბიზნესი და კომპანია შეუერთდა.

უფრო ადრე კი, 2024 წლის გაზაფხულზე, ფხაკაძეებმა მხარი დაუჭირეს “რუსულ კანონს”, რომლის მიღება მაშინდელ პარლამენტს უწყვეტი, მრავალათასიანი პროტესტის ფონზე მოუწია და რომელსაც უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ევროკავშირისა და დასავლური დემოკრატიების მხრიდან.

რით აიხსნება “ვისოლ ჯგუფისა” და ძმები ფხაკაძეების დუმილი? ჩვენ მოგიყვებით იმ სამ ფაქტზე, რომელიც, შესაძლოა, ბიზნესმენთა დუმილის მიზეზი იყოს.

“ვისოლი” სახელმწიფო შესყიდვებში

სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, 2010 წლიდან დაიწყო. “ვისოლ ჯგუფის” “შვილობილმა” კომპანია – “ვისოლ ავტო ექსპრესმა” კი – 2013 წლიდან.

მხოლოდ 2024 წელს სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” სახელმწიფო უწყებების მიერ გამოცხადებული 857 ტენდერი აქვს მოგებული. აქედან 852 გამარტივებული სახით, პირდაპირი შესყიდვით გაუფორმდა. ჯამში, ამ კონტრაქტების ღირებულება 8.7 მილიონი ლარია.

აქედან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი “საქართველოს მელიორაციისგან” მიიღო. “ვისოლისგან” ყიდულობს საწვავს სურსათის ეროვნული და სოფლის განვითარების სააგენტოები. სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” აქტიურად ემსახურება მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებსაც. გასულ წელს მხოლოდ აიპებისგან 170 ტენდერი აქვს მიღებული. გარდა ამისა, წინასაარჩევნოდ 24 ტენდერი გაუფორმეს საოლქო საარჩევნო კომისიებმაც.

რაც შეეხება “ვისოლ ავტო ექსპრესს”, მან გასულ წელს 57 სახელმწიფო შესყიდვა გაიფორმა, ჯამში, 1.8 მილიონი ლარის. გამოდის, რომ მხოლოდ შარშან “ვისოლმა” 10 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

“ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” 2022-2023 წლებში დან შემოტანილი აქვს 65 030 ტონა ბენზინი და ბენზინპროდუქტები, “ვისოლ ავტო ექსპრესს” კი – 1 043 ტონა საავტომობილო ზეთი. ეს მონაცემები მოპოვებულია importgenius-ის საერთაშორისო ბაზაში, რომლის ადმინისტრაციაც საერთაშორისო ვაჭრობის მონაცემებს ოფიციალური წყაროებიდან აგროვებს.

ძმები ფხაკაძეები სამშენებლო ბიზნესში

2022 წლის შემოდგომაზე შპს “კოსტავა თაუერსმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა ყოფილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა თბილისში, კოსტავას 68-ში. ქონებაში კომპანიამ 76.8 მილიონი ლარი გადაიხადა.

შპს “კოსტავა თაუერსის” მფლობელია შპს “ალმა”. “ალმას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ვასილ, ლევან და სამსონ ფხაკაძეები. შპს “ალმას” 100-პროცენტიანი წილი კი მალტაში რეგისტრირებული კომპანიას, “გლობალ ინვესტორს ლიმიტედს” ეკუთვნის.

საზ.მაუწყებლის ყოფილი შენობა, რომელიც ფხაკაძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ იყიდა,  33 209 კვ.მ. მიწაზე დგას. თავად შენობა საბჭოთა დროსაა აშენებული და მისი ფართობი 23 649 კვ.მ-ა.

აი ფაქტი