ლელა კაკულია: ვხედავ, რომ საქართველოს მიმართ ტრამპს დიდი სიმპათიები აქვს და უარყოფს ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში უკანონობად მიაჩნია…

“ლელა კაკულიამ  ახალი წინასწარმეტყველება წარმოთქვა. ეს 2025 წლის 4 თებერვლის წინასწარმეტყველებაა, რომელიც პირველად ქვეყნდება,” – წყარო.
დონალდ ტრამპმა აიშვა – მაგრად აიშვა: დიდ დარტყმას მიაყენებს თურქეთს, ირანს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ტრამპი თავისას გააკეთებს აუცილებლად! ნურავის ექნება იმედი, რომ რაიმესი შეეშინდება ან რაღაცას ვერ გადაწყვეტს. პირიქით. მას სწამს, რომ თავად უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, როგორც ამერიკის პრეზიდენტმა, და უკან არ უნდა დაიხიოს.
‼️და აი აქ ვარ ჩასაფრებული საქართველოს თემაზე: ვხედავ, რომ საქართველოს მიმართ ტრამპს დიდი სიმპათიები აქვს და უარყოფს ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში უკანონობად მიაჩნია…
რაც შეეხება ახალი ტერიტორიების ამერიკისთვის მიერთებას, ვგულისხმობ კანადასა და გრენლანდიას, ამ ეტაპზე რაღაც ცვლილებებს არ ვხედავ – როგორიც არის დღეს დედამიწა, ისევ იმ ფორმაში ჩანს ხედვაში.
თუმცა აღვნიშნავ, რომ ამერიკა და ევროპა გრენლანდიას რუსეთს არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ – არცერთ შეთხვევაში! მომავალში კი ვხედავ, რომ გრენლანდიაში ამერიკის დროშა ფრიალებს.