ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ნაცვლად კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა – ინიციატივას მესამე მოსმენით მხარი პარლამენტმა დაუჭირა.
მიღებული ცვლილების მიხედვით, ეროვნული ბიბლიოთეკა გახდება “სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა”.
“კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.” – წერია განმატებით ბარათში.
კანონპროექტი ძალაში შევა მიმდინარე წლის 10 მარტიდან.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/tinatin-rukhadze_w_h-rDZLbq-300x169.jpeg)