ბექა კობახიძე: გივი მიქანაძე და ვასილ მაღლაფერიძე, ორივე, გირგვლიანის მკვლელობის დროსაც, 7 ნოემბრის შემდეგაც იყვნენ წინა ხელისუფლების თანამდებობის პირები. მერე ორივე გამოაგდეს

“გივი მიქანაძე და , ორივე, გირგვლიანის მკვლელობის დროსაც, 7 ნოემბრის შემდეგაც იყვნენ წინა ხელისუფლების თანამდებობის პირები. მერე ორივე გამოაგდეს. არც ერთი ნებით არ წამოსულა, მეტადრე პროტესტით. რომ არ გამოეგდოთ, 2012 წლამდე იქ იქნებოდნენ. ახლა ერთმა “რეჟიმი უნდა გაასამართლოს”, მეორემ ამის ტრანსლირება უნდა უზრუნველყოს.
მარა რა პრობლემაა? 2012 წლამდე ვინც იყვნენ ისინიც ასამართლებენ – გოჩა ენუქიძეები, ანზორ ბოლქვაძეები და სხვები.
2012 წლამდე ვინც ასამართლებდა, ახლაც ის ასამართლებს – სასამართლო კლანი მურუსიძე-ჩინჩალაძეებით.
ამას ტაში მხოლოდ ორმა კატეგორიამ შეიძლება დაუკრას: ნახირმა და ნაძირლებმა,”  – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბექა .