თანდაშვილი ტურიზმის ადმინისტრაციას: აქ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც მთელი დეკემბერი თავში ურტყამდნენ. ჩვენი ხმა თქვენ არ გესმით

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელი, თამუნა თანდაშვილი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მის მენეჯმენტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დუმილის გამო აკრიტიკებს.

დღეს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტორისთვის პრეზენტაცია გამართა – “ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება და დაგეგმილი აქტივობები”.

შეხვედრაზე თანდაშვილმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია დღეს რეჟიმს ემსახურება.

„მინდა, რომ შემომხედოთ. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ზის და გარეთაც ბევრი ადამიანია, ვისაც მთელი დეკემბრის განმავლობაში თავში ურტყამდნენ და გაზით გუდავდნენ. ჩვენ ვარსებობთ. ჩვენი ხმა თქვენ არ გესმით, არც კითხვებზე პასუხი გესმით და თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისთანაც წლობის მეგობრობა, თანამშრომლობა გვაკავშირებს, ის ინსტიტუცია ხართ, ვისაც გეთანამშრომლეთ ბევრი წელი და დღეს ვნანობ, რომ საერთოს გამარჯობას გეუბნებოდით, იმ გულგრილობისთვის, რასაც თქვენ იჩენთ, იმ არასწორი სამოქალაქო პოზიციისთვის, რაც გაქვთ, იმ მიზნებისთვის და რეჟიმისთვის, ვისაც დღეს ემსახურებით და კი, თქვენ დღეს რეჟიმს ემსახურებით”,- განაცხადა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელმა.

მან აღნიშნა, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ რეფორმა ჩააგდო, მიუხედავად იმისა, რომ სექტორისგან თანამშრომლობის მზაობა იყო.

“თქვენ გააქრეთ სტატისტიკიდან და თურქეთზე თვით, რომ უპრეცედენტო ზრდა გაქვთ. საქმეზე ვილაპარაკოთ, კი ბატონო, თქვენ ჩააგდეთ რეფორმა, 2024 წელს არ განახორციელეთ არც ერთი დანაპირები.

რა პრეზენტაცია წარმოადგინეთ, რომ ჩვენ არ ვიცით ხელფასი გვექნება თუ არა, ვიმუშავებთ თუ არა, 2025 წელს საერთოდ რას გავაკეთებთ და თქვენ სხედხართ თქვენი ხელფასებით, მოადგილეებით, დეპარტამენტებით, რეორგანიზაცია ვერ გააკეთეთ. მწყინს რომ ამას გეუბნებით, თქვენ თავი ვერ გაართვით რეფორმას. ჯერ ორი წელი ტურიზმის ადმინისტრაცია ხელმძღვანელის გარეშე იყო. როდესაც მოვიდა პირველ შეხვედრაზე გამოუცხადა საზოგადოებას, რომ ტუროპერატორზე, გიდზე გვჭირდება კანონი ყველა ენთუზიაზმით ვიყავით. როდესაც დონორმა უარი თქვა პარტნიორობაზე, ჩვენ ვიყავით ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც ვუთხარით დონორს, რომ ჩვენ არ შევწყვეტთ მთავრობასთან მუშაობას. საპასუხოდ მივიღეთ მთელი დეკემბერი თქვენი აბსოლუტური სიჩუმე. მარიამ ქვრივიშვილი არ ესწრება დღეს, რომელმაც გვითხრა, რომ პოლიტრსაბჭოს წევრია. გვითხრა, რომ კი, თქვენ აქციაზე ხართ, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა დაისაჯოს, ვინც გადააჭარბა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. ვინაა დასჯილი ან საერთოდ რა დამოკიდებულება გაქვთ, ინდოეთზე გინდათ ვილაპარაკო და ინდოეთზე დავსვათ კითხვები?”,- მიმართა თამუნა თანდაშვილმა ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.