“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში კლინიკურ პრაქტიკას გადიან

“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები გერმანიაში, “ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” კლინიკურ პრაქტიკას გადიან.
კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები „ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” ზოგადი, ვისცერული და ტრანსპლანტაციური ქირურგიის დეპარტამენტში სტაჟირებას გაივლიან. გარდა პრაქტიკისა, სტუდენტებს მასპინძელი უნივერსიტეტის პროფესორები თეორიულ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებენ.
სტუდენტებთან ერთად პარტნიორ უნივერსიტეტს არსებული თანამშრომლობის გასაღრმავებლად “ევროპის უნივერსიტეტის” სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ჭყოიძე ეწვია.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ხარჯებს სრულად ფარავს “ევროპის უნივერსიტეტი”.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები