უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის თვითმფრინავები მიიღო

უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის თვითმფრინავები მიიღო. ამის შესახებ განცხადებას ს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“უკრაინამ F-16 თვითმფრინავები მიიღო ნიდერლანდების სამეფოსგან. მადლობა, ნიდერლანდებო!
ნიდერლანდების მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ გამარჯვებას გვაახლოებს და უკრაინული ქალაქებისა და მოქალაქეების საიმედო დაცვას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ნიდერლანდებისგან მიღებული თვითმფრინავების რაოდენობა არ სახელდება.
ცნობისთვის, დღეს, 6 თებერვალს, უკრაინამ ასევე საფრანგეთისგან Mirage 2000 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია მიიღო.