ფული, უტა ივანიშვილი, ელჩი და ვანო ჩხარტიშვილი – სკანდალური იაპონური გამოძიება

იყენებს თუ არა ოლიგარქი და მისი ოჯახი იაპონიას სანქციების გვერდის ასავლელად? ტვ პირველის ცნობით, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ უტა საბანკო ბარათებს ვეღარ მოიხმარს და სავარაუდოდ, ნაღდი ფულით სარგებლობს. “გამოგადგება” ეუბნება მას იაპონიაში საქართველოს ელჩი საიდუმლო შეხვედრაზე და სავარაუდოდ, ქეშით სავსე შავ ჩანთას გადასცემს.
იაპონური ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე, მედია წერს, რომ უტა, სავარაუდოდ, საბანკო ბარათებს ვერ იყენებს და ნაღდი ფული სარგებლობს.
ტვ პირველის ცნობით, უტა ივანიშვილის მოსამსახურედ გადაქცეული დიპლომატი მინი ოლიგარქის ვანო ჩხარტიშვილის სიძეა. ს ვაჟის ფულით მომარაგება სავარაუდოდ მას აქვს ჩაბარებული. უტამ რომ შეუმჩნევლად იცხოვროს ამისთვის ბევრი ფული სჭირდება. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ამერიკულ სანქციებამდე ორი თვით ადრე მან სამ ნახევარ მილიონ დოლარად ტოკიოს ცენტრში ფეშენებელური სახლი იყიდა. ჩნდება ეჭვი, რომ ეს ტრანზაქცია სანქციების თავიდან აცილების მცდელობა იყო.