“ტორპედომ” ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველი საბა კვირკველია კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს, – იტყობინება ქუთაისური კლუბის პრესსამსახური.
“ტორპედომ” კვირკველიას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ის ბოლოს თბილისის “დინამოში” თამაშობდა, იქამდე კი “რუბინის”, “ნეფტეხიმიკის”, მოსკოვის “ლოკომოტივის”, “როტორის”, “მეტალისტის”, “გაგრას”, “ნეფთჩის” და “ალ უჰდუდის” ღირსებას იცავდა.
კვირკველიამ ეროვნულ გუნდში 61 მატჩი ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში